ვწევარ დივანზე


ვწევარ დივანზე,გაცხარებით პაპიროსს ვქაჩავ,
ისევ კვამლს მივსდევ საკუთარი თავის გმობაში,
გავიქცეოდი მაგრამ არსად საშველი არ ჩანს,
ჩვენ მონები ვართ ასე შემდგარ კაცთა წყობაში,

გთხოვ მომისმინე,მე ვარ ისევ ლექსთა ავტორი,
რომელთა დარდიც აღარ ვიცი სად დავატიო,
სანამ გავქრები მახსენდება დედის ამბორი,
და მერე მის ცრემლს საკუთარ თავს ვეღარ ვპატიობ,

გთხოვ მომისმინე!ეს სხეული ვერ მეგუება!
ვუსმენ ექიმის გამონაწერ ბრტყელ-ბრტყელ ციტატებს,
ვერ გავაგონე ამ ჯალათებს - წამლით ბრუება
ვერ გადაარჩენს ჩამონაშალ ძვალთა ციტადელს,

რომ დავიზუთხო ორიოდე რამე ფსალმუნი,
იქნებ ყოფაში ჯოჯოხეთით აღარ დამცინო,
ან იქნებ გინდა მოვაბრუნო სხვა მოწამლულნი,
რომ მეტი სული ქვესკნელისთვის აღარ გაწირო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი