გთხოვ მომისმინე
ვწევარ დივანზე,გაცხარებით პაპიროსს ვქაჩავ,
ისევ კვამლს მივსდევ საკუთარი თავის გმობაში,
გავიქცეოდი მაგრამ არსად საშველი არ ჩანს,
ჩვენ მონები ვართ ასე შემდგარ კაცთა წყობაში,
გთხოვ მოსმისმინე,მე ვარ ისევ ლექსთა ავტორი,
რომელთა დარდიც აღარ ვიცი სად დავატიო,
სანამ გავქრები მახსენდება დედის ამბორი,
და მერე მის ცრემლს საკუთარ თავს ვეღარ ვპატიობ,
გთხოვ მომისმინე!ეს სხეული ვერ მეგუება!
ვუსმენ ექიმის გამონაწერ ბრტელ-ბრტელ ციტატებს,
ვერ გავაგონე ამ ჯალათებს - წამლით ბრუება
ვერ გადაარჩენს ჩამონაშალ ძვალთა ციტადელს,
გთხოვ მომისმინე!
ან ნუ მომისმენ,სულ არ ვგავარ პოეტ გენიებს...
ჩაძინებამდე გამოგონილ გოგოს მივსტირი...
მერე ბალიში თვალზე ცრემლებს ვერ იგერიებს,
მერე ვქვითინებ თითქოს ვიყო სიკვდილმისჯილი.
შენ ნუ მოისმენ,არ მოსწონთ ქალებს დეპრესიები,
მეკი საცაა გამიცდება ცოლის მოყვანა,
მოდი შევიქმნათ ჩვენი თავის სხვა ვერსიები,
მასე მაგ გულს შენს შეყვარებულს უხმოდ მოვპარავ,
კარგი ვიხუმრე,მაგრამ მაინც ძნელად მეთმობი,
ვიცი დიდიხნით ერთად ყოფნა არ გვიწერია,
ხვალ დამირეკე,გპირდები რომ ხვალ გავერთობით,
ცოტა სასმელი,დაქალები და პიცერია.
შენც ნუ მოისმენ,არ მოსწონთ კაცებს დეპრესიები,
მეკი ნამდვილი მეგობრების მაწევს სიმცირე,
მოდი შევიქმნათ ჩვენი თავის სხვა ვერსიები,
მასე ჩაპლინის ხუმრობებზე ერთად ვიცინებთ.
შენ მომისმინე,ოღონდ გთხოვ რომ ნუ მისმენ ახლა,
ახლა საუბრით სასიკეთოს ვერაფერს ვიზამ,
როგორ აგიხსნა,ეს სხეული ცოცხალი გახლავს,
და მე მკვდარი ვარ,გეფიცები,ყველაფერს ვფიცავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი