ახლა თებერვლის


ახლა თებერვლის ქარები ქრიან,
და ამომივსეს კედლის ბზარები,
ჩემში სევდები სუიციდს ზრდიან,
შენ სხვის სარეცელს ეთომარები,

წვიმის წვეთებსაც უშვებს სარკმელი,
რიგად მოსდევენ გადახრილ სვეტებს,
გავიგე ბავშვს ზრდი ჩემი სახელით,
ასე ტანჯვისთვის რად გამიმეტე,

რაზედ დავშორდით ვერ გავიხსენე,
ალბათ დუმილი ღალატს მამჩნევდა,
რაც შენ წახვედი,ძვირფასო,მერე,
ამნეზიები მეტად დამჩემდა,

ახლა თებერვლის ქარები ქრიან,
და ამომივსეს კედლის ბზარები,
ჩემში სევდები სუიციდს ზრდიან,
შენ სხვის სარეცელს ეთომარები.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი