სიყვარული ყალბია
სიყვარული ყალბია იმათთვის ვინც აქ ვრჩებით, დაქალები მალულად მიგდებული ბიჭებით, ძმაკაცები ცოლებთან თავმომწონე იერით, ვგონებ ჭკვიდან ვირევით, ამ უჭკუო ვირებით, მძიმე დღეებს თან ახლავთ დიდებული ამბები, მაგრამ შენ ვერ ადგები,შენ აქ ვერ დალაგდები, აქეთ მრუში კაცები,იქით მრუში ქალები, ნაპირნათაყვანებნი, სხეულ-სულზე ბზარებით, მერე მაგათ ლავსთორი,მერე მაგათ ქორწილი, მერე დავიდარაბა და ღალატის ორპირი, ხომ გითხარი ყალბია აქ ყოველი ნაბიჯი, ალბათ ვინმე ნაბიჭვრის, დანაც მუცელს გამიჭრის, იარები არ მიჭირს,არაერთი მბადია, სული მიწას აგდია,ზედ სხეულით დადიან, გევედრები ერიდე,მოწყალება დაკარგეს, ვნების ცეცხლი დაანთეს, და გრძნობები დაშანთეს, არა მორალს არ დავსდევ,ეგეთები მწყინდებით, მაგრამ მონოგამებთან რა პასუხით ვლინდებით?! ტექსტს ვკითხულობ რაფასთან ჩაითა და წინდებით, თორემ უკვე მწყინდებით, თორემ უკვე მწყინდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი