ოცდამეექვსე წლის ბოლო მაისია


ოცდამეექვსე წლის ბოლო მაისია,
ჩემი დასრულდა და სხვისი წუთებია,
ღრუბლებს ვეკითხები მაგრამ არ იციან,
დილა გათენდა თუ ღამეს უთევია;

ოცდამეექვსე წლის ბოლო მაისია,
იქნებ ბოლო არის ჩემი ამოსუნთქვაც,
დარდად გადაქცევამ სული დამისია,
ტვინსაც თვეებია სიტყვა აღარ უთქვამს;

აღარც აწმყოა და აღარც რამის ნატვრა,
როცა მომინდება ღმერთსაც არას ვკითხავ,
მინდა გასართობად მუცელს გავიფატრავ,
მინდა გასართობად ვენებს დავიწყვიტავ;

ოცდამეექვსე წელს რაღაც დამმართნია,
ახლა მიტომ მინდა მზე რო დაიბადოს,
ქმარმა რომ დატოვოს სახლის მისამართი,
მე კი მისმა ცოლმა კერძი მომიმზადოს;

(ახლა ისე მშია ალბათ გავცხოველდი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი