ჩემს ბავშვობასთან


ჩემს ბავშვობასთან ჟინი მაქვს რომ სად არის ვუთხრა,
მინდა გაიგოს გაზრდას თურმე თუ რა მოჰყვება;
ხელი ამიკრა და დამცინავად გადაიფურთხა,
ვერ დავაჯერე რომ სულ მალე,მალე მოკვდება;

მალე მოკვდები!მეცოდები,მაგრამ არავის
არაქვს დარდი და შემოგრჩება გვერდით არცერთი,
არავის ენდო!გიმეორებ!ენდე - არავის!
გაქრება მუცლად ყველა პეპელა,გულში კი ღმერთი!

არ დამიჯერებ რომ მოგიყვე სად გაფრენილან,
შენი მიზნები შემოსილნი შენი ოცნებით;
კაცზე ბოროტი და საზიზღარი არ გაჩენილა,
როცა გაიგებ თავის დროზე - გადაოცდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი