მოსწონთ


მოსწონთ სიმღერები ცუდ ბიჭებზე,
ფილმში სისხლი მხოლოდ ფერებია,
მე კი სუნს ვერ ვიქრობ ამ თითებზე,
საჭმლის გემოებში მერევიან,

ლუკმას თან დაჰყვება ღებინება,
წყალი გალავებულ ყლუპი არი,
ვწევარ სიკვდილამდე მეძინება,
ძილსაც ვეღარასდროს მივუსწარი,

ანდა მერამდენედ ვიმათხოვრო,
ფიქრი აღარ შემრჩა დასამალი,
იქნებ გავიქცე და მივატოვო,
ღრუბლად დაწერილი მომავალი.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი