ვკაწრავ
ვკაწრავ ფირფიტას ფრჩხილის ძრობამდე, მაგრამ არ მესმის ნაზი ჰანგები, ვიკაწრავ სახეს სისხლის დენამდე, გაღვიძებისას, სანამ ავდგები, ვამოწმებ გრძნობებს თუ გამაჩნია, სარკეში ვუმზერ ვიღაც ბიჭს კრძალვით, ვერ ვხვდები უცხომ რად ამარჩია, და გავურბივარ ანარეკლს მალვით, ხელს ვტაცებ სითხეს კუთხეში ნაგდებს, წყურვილს მოვიკლავ შვებას ვეწვევი, მეხსნება ტვინი, ვიაზრებ დამდეგს, ფიქრებს უსაზღვროს ვეღარ ვეწევი. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი