ჩემი ფანჯრიდან
ჩემი ფანჯრიდან მზე მოსჩანს, შენს ფანჯრებს იქით არაფერია, ჩემი სარკმლიდან ცა მოსთქვამს, შენს სარკმელს წვიმა არ უხარია. ჩემი ფანჯრიდან ელვა წუხს, შენს ფანჯარაზე ჩრდილია, ჩემი სარკმლიდან ისევ ქუხს, შენს სარკმელს შიგნით ძილია. ჩემს ფანჯარასთან უფსკრული, შენს ფანჯარაზე ფარდები, შენი სარკმლიდან რუელი, ჩემი სარკმლიდან ვვარდები. 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი