რობინ


იცი რობინ მაკვირვებს,
გულმხურვალე შენდობა,
ნუთუ ასე გაბრმავებს,
თქვენი გულის ერთობა,

გაგიწამა ბავშვობა,
ყრმობის წლებიც წაიღო,
ღრუბლებიდან დაშვება,
მისი აზრი არ იყო,

გადმოაგდეს იქიდან,
დაბლა ტალახს ეწვნია,
შხამს რომ სვამდა ჭიქიდან,
სწორედ შენ დაეწიე,

არც ის ახსოვს ნამდვილად,
ფსკერს რომ გადაარჩინე,
უყოყმანოდ, მარტივად,
შენს ცხოვრებას არჩიე,

არ გისმენდა არასდროს,
გულზეც ხელი აგიკრა,
ახლა უფალს ევედროს,
მიუტევოს რაც გიქნა,

მთელი წელი მოკვდავის,
სარეცელს უტრიალე,
მიატოვა მომხდარიც,
როგორ არ იღიალე?

წლების მერეც შემოგხვდა,
ახლაც მისით იხარი,
რობინ შენში რა ხდება,
რობინ, მიდი მითხარი,

ნეტავ შენს თავს რას ერჩი,
სიყვარული ომია,
მაგრამ ტყვია გულ-მკერდში,
მეტისმეტი მგონია,

მთელი თავი უძღვენი,
მაინც არ შეიმჩნია,
გაჰქრა აღქმის უთქმელი,
წარბიც არ შეირხია.

რაღაც დროის მანძილზე,
შენი კარგიც შევიტყვე,
მაინც იგრძენ შენი მზე,
მაინც ცოლად შეირთე,

ვერ გილოცავ, განვიცდი,
გრძნობები მაქვს ულევი,
ხალხისათვის რაინდი,
ჩემთვის ერთი სულელი.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი