ოცნებამოპარული


რკინის ხანჯლად გადაქცევას,
ბევრი წრთობა თანმსდევია,
სიბობოქრის, ცეცხლთა ღელვის,
სიმხურვალის მნახველია,

სანამ ქარქაშს მოიცილებს,
ტუჩის წითლად შესაღებად,
სანამ დასჯის იმ ცოდვილებს,
ერთხანს მაინც ებრალება,

როცა ბრძოლა გადაივლის,
სახლის კუთხეს მიმალული,
იმ გოდებას ვერ მოითვლის,
სხვა ოცნებამოპარული.

გადაღლილმა ჩაიძინა,
მჭედელს ეძებს, გაუგია,
ზოგჯერ ვარდი, ხან გვირილა,
ხანაც ჯაჭვის პერანგია.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი