უზოობით მოთარეშე


უგზოობით მოთარეშე,
ათას ფიქრებს ვემეგობრე,
აბა ღამევ სად გამიშვებ,
რაც არ უნდა გულით გთხოვდე,

ამ წუხილებს ვერ ვიმეტებ,
მათგან დაცლა არა მძალობს,
შევეგუე, დავიმატებ,
როგორც უნდა გადამღალოს,

კი დავწერდი ამ დილიდან,
ზედ მალამოდ მომედება,
მაგრამ შენთან განცდილისგან,
მხოლოდ ლექსი შემომრჩება.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი