ცაზე ისე გროვდება


ცაზე ისე გროვდება,
რუხი ფერის ღრუბელი,
თუ არ მოგაგონდები,
ვიცი დავიღუპები,

წვიმა ისე წამლეკავს,
წვიმა ჩემი წვალების,
ამ საღამოს შემიკლავს,
წვიმა ფერიცვალების,

ნახე უკვე იწყება,
შემიფარე უბეში,
სასიცოცხლოდ მჭირდება,
ახლა შენი ნუგეში.

რამდენ საათს გელოდე,
მაინც ვერ მოიცალე,
აღარ მინდა ღელავდე,
უკვე გარდავიცვალე.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი