ოქტომბერიც გაქრა


ახლა როცა ოქტომბერი გაქრა,
თან გავყევი უსაშველო ძილით,
მეორე მე შემომეფრქვა ტალღად,
ვიცი დიდხანს ჩემს გარეშე ვივლი,

სანამ ჩავთვლემ ბოლო არის წამი,
შენს სიმღერას თან წავიღებ საბნად,
მივილევი ამ ნოემბრის ღამით,
და ვიქცევი ერთ მშვენიერ ამბად.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი