დავბადებულვარ


ლექსები არის ჩემი გალობა,
წყალობა არ მაქვს გამოსათქმელად,
სამღერად თუკი გული ლამობდა,
ხარობდა მელნის გამოსაჭდელად,

ბგერებს გაუწყებ პირსახით გოროზს,
ანგელოზს ვუთმობ გასააზრებლად,
გასაწამებლად მოვყვები ხორხოცს,
ავხორცს შევირთავ გასახარებლად,

ყველაფერს ვიზამ, იქნებ ეწყინოთ,
ვუხილოთ იქნებ თვალს სინანული,
სხვა ჟრიამული როგორ ვიწვნიოთ,
გავყიდე სული, ქვეყნად მოსული,

ეშმაკებს ვანდე ჩემი სამყარო,
ვახარო იქნებ ხორცი მწყურვალი,
მხურვალი ფიქრით დემონს გავხარო,
და გამომიყვეს ძირს სასთუმალი.

აქ ცოტა ცივა, გარიყული ვარ,
გარინდული ვარ აზრთა მორევში,
შევეშვი სითბოს, დავბადებულვარ,
დავბადებულვარ საქართველოში.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი