იცვლება ადამიანი


არ ვიცი ასე რატომ ითვლება,
რომ არ იცვლება ადამიანი,
ხალისიანი სულ ვერ იქნება,
ვერც შეიქმნება სულ დარდიანი,

გრძნობაა სწორედ ფიქირის საწყისი,
და ფიქრებია ადამიანი,
არფრის მაქნისი, მთხლე, უვარგისი,
გრძნობაა სწორედ ადამიანი.

ჩვიდმეტი წლისამ თურმე დავწერე,
სული ჩავბერე ერის შექებას,
შეხებას ვგრძნობდი და წავიმღერე,
ვგრძნობდი სამშობლოს ხელით შეხებას,

შუაღამისას ღრუბლებში ვფრინავ,
თან ვიცინივარ ამ ლექსის ფონზე,
გონზე არა ვარ როდის ვიხილავ,
ასეთ ხუმრობას, არა ვარ გონზე,

               "დაე ვიფხიზლოთ ჩემო ქართველნო,
                 ქუდის მხურავნო, მანდილიანნო,
                 დალოცვილ მიწის დიდო შვილებო,
                 კურთხეულნნო და ლამაზ ხმიანნო,

                 დავითის ხმალით გზა გაკაფულნო,
                 წინაპართ სისხლის მეინახენო,
                 უფლისა კრძალვით მომხსენებელნო,
                 მომავალ ქვეყნის მევენახენო."

ჩვიდმეტი წლისამ თურმე დავწერე,
ვუჯერე მაშინ იმ რეალობას,
რასაც მაწვდიდნენ, წიგნში აღწერდნენ,
ბეჭდავდნენ ყოველ გამომცემლობას,

თბილი ქვეყნისკენ მივსდევ წეროებს,
თან ვიმეორებ "იქნებ გამოთბეს",
ვერ ვგრძნობ სამოთხეს, ვერცა სერობებს,
იქნებ გამოთბეს! იქნებ გამოთბეს!

მინდა ჩამხედო თვალებში ახლა,
და სთქვა საერთოდ არ შევიცვალე,
რომ შევიშალე ეგ ძველი გახლავთ,
რა ვქნათ, წლების წინ გარდავიცვალე.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი