ორნი


სანამ კაბას ბოლო ღილებს შევხსნი,
მესმის თხოვნა, წავიდეთო გოგომ,
მახსოვს როგორ გავუდექით ექვსნი,
შევსვი დარდი, დავემსგავსე ობოლს,

მივაცილე, გაბრაზებით ვუთხარ,
რად ხარ ასე უკარება, მორცხვი,
ცაცხვის ხესთან ჩამჩურჩულა - ვწუხვარ,
და მდუმარედ გამოვბრუნდით ოთხნი,

ქუჩის ბოლოს სიგარეტი მთხოვეს,
ჰპოვეს შვება, არ დაკარგეს წამი,
ხელში ჭიქის მოწოდება სცადეს,
ვიუარე, გზას ვაგრძელებთ სამნი,

შესასვლელთან მეზობელი შემხვდა,
არ სთქვა სიტყვა, მოერიდა მგონი,
ფონად სახე, ვერ შემატყო სევდა,
თვლემდა მთვარე, ჩვენ შემოვრჩით ორნი.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი