წერილი
შენ მობილურზე აკრეფ მესიჯებს, ცრემლის დენისგან სულ დასველდები, სხვა რომ შენს სითბოს ვეღარ შეირგებს, სწორად იმ წუთას გაგახსენდები, არ გიპასუხებ, ბრაზს გავააფთრებ, გრძნობებს მოვიკლავ, შემორჩენილებს, როდესაც მტრედებს გამოვაზამთრებ, გამოგიგზავნი იმ ჩემს წერილებს, სადაც გაქებდი, ხოტბას გასხამდი, სადაც სასწაულს უტოლდებოდი, სანამ დანებით ამ გულს გასხლავდი, სანამ უტიფრად დააბიჯებდი, რომ გადახედავ ჩემს წარსულ სურვილს, მიხვდები სხვებმა გამოგიყენეს, ლოყებს ცრემლები გვერდს ვერ აუვლის, და სინანულში გამოგიჭერენ. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი