თოვლი
ცასთან მოზიარე ლურჯი ქარაფები, ნისლის ალბიონში აღარა სჩნდებიან, მათზე მოტრფიალე თოვლის ბანაკები, მდინარე რიონში ცრემლად იღვრებიან. აბა მწუხარება მე რით განვუქარვო, სხივმა რაც დაუთმო სულ არ ელხინება, ასეთ უკარებას იქნებ ჩემო თავო, დაბლა შენ დაუხვდე რკინის ჯებირებად, აიმ გულის წადილს შენ კი მიუხვდები, იქნებ შეგეგებოს როგორც მეგობარი. ვაი, რასა სჩადის,არც მე ვედარდები, აღარც ხევის ბოლოს ფიცრულების ჯარი. ჰაერს ვეღარ ვყლაპავ,ბურთად მეჩხირება, ყელში დაგუბებულ ნამის ნაცოდვარი, ვფიცავ არ დაგზრახავ აქვე რომ მორჩება, შენით განლეული ჩემი მომავალი. ნუთუ ის თოვლი ხარ,ასე რა იწვნიე, ზამთრის მიივიწყე ფიფქად ჩახუტება?! როგორ გამოცვლილხარ სანამ მოვაღწიე, ალბათ შემოგიხვდა სევდა,სევდა,სევდა. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი