წვიმიან ღამეს,გარინდულ ტყეში


წვიმიან ღამეს, გარინდულ ტყეში,
თხრილში ვეგდები უსულოდ მყოფი,
ხელში ნაწერით, სიშმაგით ყელში,
ბოლო სიტყვაა ჩემივე სტროფი.

როდესაც სხეულს ჭიები დაჰხრამს,
და აღმოვჩნდები მიწის წუმპეში,
ჰო, შეიძლება დღეს ვერა მაგრამ,
ხვალ იყოს ჩემი ლექსი ნუგეში.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი