არშემდგარ პოეტს
არშემდგარ პოეტს ლექსი მმიჯნურობს, მკითხულობს ყოველ დაძინებისას, გაჭირვებისას გზა რომ მიჩვენოს, მიმღეროს ყოველ დალხინებისას. ამ ვნებებისაც აღარფრად მესმის, მეთქის აუგი ყოველ ნაფიქრზე, ნაპირზე აზრი ტალღებში შეჭრის, შეცვლის იდეას,ზღვისკენ ნაბიჯზე, აბა ნადიმზე სულაც არ დამყავს, და სჩანს გალობა უნდა,პურობას, პირობა იყოს, ვით ცხოველს დამღას, აწვავს პატრონი წინა ჭრილობას, ყრილობას შევქმნი,თუ დამიამებ, მიამბე რამე,რაც რთავს გონებას, ცოდვის სადენად თუ დაგიხმარებ, ვითავებ სუფრას მოსაგონებლად. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი