გადამიყვარდა


ირგვლივ ღირებულს რომ ვერ მოვედე,
მერანს ვიპოვნე ჩემი ადგილი,
გავყვები ამ ცხენს გზების ბოლომდე,
არაფერია მასზე ნამდვილი,

როდესაც შენში სხვა სამყაროა,
თვალის დახუჭვით გიწევს შენება,
გარეთ მელოდეთ თუ საჩქაროა,
არ მსურს არავის შიგნით შეშვება,

კარი გაგიღო, ისე წაბილწავ,
ვით სიყვარული ფერფლად აქციე,
ერთხელ ოდესღაც თუ კი აღგითქვამს,
რად მომადექი მორიგ პაციენტს,

მითხარი, წყრომით როგორ არ გითხრა,
გულში რაცა მაქვს უშრობელ დარდად,
მითხარი, საღად როგორ აღვიქვა,
შენი ნათქვამი - “გადამიყვარდა”.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი