ფასი


უშინაარსო დღეებს ვაღამებ,
გაცრეცილ ჟამის უტყვი სამოსით,
არა, თვითგვემას არ დავამთავრებ,
თუ კი ვერ ვპოვნე თავის პათოსი,

სხეულს ვაგდებდი აუქციონზე,
მაგრამ არ იღებს არცერთი მსგავსი,
იქნებ მხოლოდღა სასაფლაოზე,
შემომრჩენია გროშების ფასი.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი