ღამურები


იქით მაღალ გორაზე,
მდუმარენი მირბიან,
აქეთ ქარის ქროლვაზე,
ღამურები დაქრიან,

ე მაგ შავი სამოსით,
ჩემზე მეტად რას გლოვობ,
ვერ ვივაჭრებთ სამოთხით,
მე ხომ უსულოდ ვცხოვრობ,

თაგვი ხარ და ფრთებია,
ნიღბად რომ გაქვს სუდარა,
სხვები თუ ვერ ხვდებიან,
ჩემთან გამოიდარა,

არ გეხება პოეტი,
არცა ვინმე ცოცხალი,
დემონებსაც ხომ ეტყვი,
პირველი მე ვიყავი.

ოდეს იქაც შევხვდებით,
ეშმაკების ქაოსში,
იქაც მთელი ვნებებით,
ჩემს სიბრაზეს გამოცდი,

არ გეგონოს შეეკარ,
რაც მიწაზე გადაგხდა,
ილოცე არ შევებათ,
მომხდურების მხარდამხარ,

შენ რომ ჰყავხარ ყურებით,
მე ისინი მყოლია,
ყოველგვარი ცდუნებით,
ჩემს ფიქრს ვერ აჰყოლიან,

შენ რომ ფრთები ითხოვე,
მე მქონდა და შევკარი,
ამოსუნთქვის ბოლომდე,
მათ გაფრენას შევხარი.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი