იცოდით რომ
იცოდით რომ "----"ის რამოდენიმე აბის ერთად მიღებას ჰალუცინაციების გამოწვევა შეეძლო?გასართობადაც გამოდგება,მაგრამ ყველაზე მეტად,მაინც გემო მხიბლავს.გემო და სუნი,მხოლოდ ეს ორი რამ,რაც დღემდე აღმაფრთოვანებს.ცოტათი უცნაურია არა?ვერანაირი გარემო ან ადამიანი ვერ მოქმედებს,მაგრამ საკმარისია წვიმის დროს ფანჯარა გამოვაღო,მაშინვე უჩვეულო აღტაცება ამიტანს ხოლმე.და საჭმელი?ბავშვობის მერე აღარც მახსოვს გემრიელად როდის ვისადილე.თითქოს ყველაფერი შეიცვალა,ისეთივე ვეღარ არის.არა,თითქოს კი არა,ნამდვილად ასეა.მაოცებს სხვები რომ ვერ ამჩნევენ.რამდენჯერ მისულხარ სახლში წამეიერ ვნებას აყოლილი? შედიხარ აბანოში,სხეულს კანის აძრობამდე იხეხ,მაგრამ სუნს მაინც ვერაფერს შველი,რამოდენიმე დღით,თვით ან ხანდახან წლობითაც გაგსდევს. ცოტა არ იყოს,ნეგატიურზე საუბარი მეზარება,მინდა რომ წერის პროცესით გავერთო. სხვების თვალში ჩამოყალიბებულ ადამიანად არ ვითვლები,და მეტიც,საერთოდაც, კარგი არ ვარ.ერთი შეხედვით სასაცილო სულაც არ არის.მიუხედავად იმისა,რომ "ცუდი" და "კარგი" ისეთივე სუბიექტური ცნებებია,როგორც სამყაროში თითქმის ყველაფერი,ხანდახან გულზე მაინც მხვდება.მაგრამ,მახსენდება რომ ამას მეუბნებიან ადამიანები,რომელთაც ფურცელზე დაწერელი კანონები სჭრიდებათ ქცევის განმსაზღველად.მერე ჩაბჟირებამდე ვხარხარებ. უკვე სრულიად უცხოც კი მეუბნება რომ სამსახური საჭიროა.ადრიანად გავიღვიძო,წავიდე,ვიმუშაო,საღამოს სახლში მოვიდე დაღლილი,დავიძინო და ასე გაგრძელდეს ბოლო ამოსუნთქვამდე.მეუბნებიან რომ მე ეს მჭირდება.მჭირდება.სასაცილოა არა? -განაღა შეუძლებელია ლუკმა-პურის სხვა გზით მიღება?,როდესაც მპასუხობენ "-მაშ როგორ?",ამ დროს ისე ეცვლებათ ის მედიდური მზერა,თვალებით შველას ისე ითხოვენ,რთულია საუბარი გააგრძელო და მაშინვე არ გაგეცინოს. რამოდენიმე დღის უკან,მეზობელს შემოვხვდი,ცოტა გამოვილაპარაკეთ,მითხრა რომ ცოლის მოყვანის დროა.სულ ვფიქრობდი რას ნიშნავდა ეს "დაოჯახების დრო",ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი.მმოძღვრავს ადამიანი,რომელსაც,კვირაში მინიმუმ ორჯერ,მეუღლე ღალატობს.იქნებ გაშორების დროა?მოდი და არ გადაიხარხარო. სათქმელი იმდენია,მაგრამ წერა მეზარება.ვითომ ამიტომ ავირჩიე პოეზია და არა პროზა?როდესაც მთელ შენს პოეზიურ სამოსელს ერთ წამიანი გაფიქრებით შემოიხევ,მოდი და არ გაგეცინოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი