მოგონება#1


მშვიდი და იდუმალი მთვარის სუნთქვა,ხის ფანჯარაში შემოღწევას ლამობს.შეღებილ ფიცრებს დაუკარგავთ ახალგაზრდობის იერი,თუმცა მათში არსებული ობისა და სიბერის ნაკვალევი,პატივისცემის გრძნობას მიღვივებს.მინის ზღვარზე გაწოლილი ღამის ნისლი,მედგრად ცდილობს წინ აღუდგეს სხივებს,თუმცაღა,ისინი მაინც იჭრებიან მცირე ნაკადებად,შავი სივრცის სიღრმეში და ქმნიან იდუმალ,ზღვარგადასულ შუქს,რომელიც ოთახში,სიჩუმესა და საიდუმლოს ჰმატებს ატმოსფეროს.
ვწევართ ასე - მე და დედა მაღლა,რბილ საწოლზე.მამა კი დაბლა,იატაკთან ახლოს,თავის ბლაგვად მოხვეულ საძილე ტომარაში.თითქოს არ გვეცილება იმ სითბოსა და სიმყუდროვეში,რომელიც ჩვენთანაა.
შუაღამეა.დგება ის საშიში სიმშვიდე,რომელსაც ბავშვობის ღამეებს ან ვერ ამჩნევ,ან ვერასდროს ივიწყებ.
ვხედავ მამის სილუეტს,სხეულად შეკრულს,პატარა კონასავით მოკუნტულს ცივ იატაკზე.ვერაფრისდიდებით ვიგებ რა არის ეს სიმძიმე,რომელსაც შიგნიდან ვგრძნობ.უბრალოდ,მამა მეცოდება.უპირატესად მარტოობის გამო.უპირატესად იმ სიტყვების გამო,რომელთა გამოთქმასაც ვერ ვახერხებ.გულში უცნაური,მძიმედ მფეთქავი მეჭედება და ყელიდან ვარდება პატარა ბგერა,უფრო ძახილი,ვიდრე ამოხვნეშა.იმწამსვე მამის ხმა ჰალუცინაციასავით შემოჰყვა სიბნელეს,ისეთია,თითქოს არ ეკადრება შფოთვა,თითქოს არ აქვს უფლება ვინმეს დაღლა აჩვენოს.
- რა გჭირს,მა?ვერ იძინებ?
- არაფერი.
- რამე ხომ არ გტკივა?
- არა... უბრალოდ... დავიღალე და...
- კარგი,მა... დაისვენე.ტკბილი ძილი.
-(კიდევ კარგი ვერ მიხვდა,კიდევ კარგი ვერ დაინახა,როგორ მეტკინა მისი ცივ იატაკზე წოლა).
დავდუმდი.თავადაც ვერ გავიაზრე,როგორ დადგა პირველი დუმილი გულში.
ბავშვი ვიყავი,სულ სამი წლის,მაგრამ იმ ღამეს უცნაური სიმწარე მომედო ყელში.სიმწარე,რომელიც უკვალოდ ვეღარ ჩაივლიდა.
მაშინ რაღაც ვისწავლე - არის დარდი,რომელსაც არ ეკუთვნის ხმა.არის სიყვარული,რომელსაც არ უნდა მიაკარო საკუთარი სევდა.არის რაღაცები,რასაც ვერავინ ვერავის ეტყვის და არსებობს სიმძიმე,რომლის ტარება ბავშვსაც შეუძლია.
ასე გავითავისე დუმილი - სევდა,რომელსაც შენს ყველაზე საყვარელ ადამიანსაც არ გაუყოფ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი