მოგონება#2


მზის სხივები ფანჯრის მინებს ერევიან,ცდილობენ გარე და შიდა ცხოვრება გააერთიანონ.სახლში უჩვეულო სიმშვიდე ტრიალებს.სიმშვიდე,რომელიც ბავშვური ხმაურის შემდეგ,მეტად მძაფრად ისმინება.მე,საძინებელ ოთახში სათამაშოებით ვერთობი.თითქოს თამაშს ჰგავს,მაგრამ სინამდვილეში,უფრო დროის გაწელვაა.უფრო სიჩუმის გაფანტვაა.მბეზრდებიან პატარა,უტყვი ჯარისკაცები და დედასთან ფეხშიშველი გავრბივარ.
- დე,მშია.
დედა მიყურებს თვალებით,რომელთაც ასაკი არ გააჩნიათ.
- ნამცხვარი გინდა?
თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ და ფეხაკრეფით ვჯდები მაგისთან.დედა მაღაზიაში ნაყიდ პატარა ნამცხვრის ნაჭერს ისეთი ფრთხილი მოძრაობით დებს თეფზე,თითქოს არ უნდა რომ გაცვდეს.
უკვე შუამდე ვარ მისული.
- დე,შენ არ გინდა?
- არა დე.არ მიყვარს ნამცხვრები.
მახსენდება რომ არასდროს მინახავს როგორ ჭამს დედა რაიმე ტკბილს.აღარ მსიამოვნებს ლუკმა.ის აღარ არის ისეთივე,მას ახლა დანაშაულის გემო დაჰკრავს.ჩემი ბავშვური უმანკოების თავში რტყმის გემო.
იმ დღეს მივხვდი - თუ ტკბილი შენ გრჩება,ის უკვე მწარეა.
და ამ სამყაროში,სადაც ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ ტკბილეული,მე ნამცხვარს აღარ მივკარებივარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი