პოეზიის მორევი
როგორ ძლიერ დამეუფლა ლექსის წერის მორევი მეკი პოეტს ძალა არ მაქ არ ვარ მისი მომრევი ხოლო სულში მოვარდნილი სიტყვის ქარიშხალია მან გრძნობების საპყრობილე დამილეწა გალია არის ფიქრი არის თოვა და ფრაზათა ფიფქები როს მათსავით მზის ნათელზე მიილევი მიქრები შენი ლექსი შემორჩება შენ რომ აღარ იქნები თითქოს წამით ნუგეშია რა არს მარადიული ყველა სტრიქონს დაივიწყებს ბრუნვა მიწის წრიული მაგრამ პოეზიაა პოზიტივის მორევი სივრცეში გაბნეული შენივე ორეული რომ ნათქვამი დღეს სიტყვა შემდეგ ასწლეულებში კვლავ სიცოცხლეს განაგრძობს მზგავსთა შენთა გულებში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი