ყვითელი ქოლგა
იწვიმებს მგონი მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით ზეცის ადრესატები! შენ ქოლგა დაგრჩა სახლში ყვითელი წვიმისგან დაცვას ნეტავ რით ელი ეს რომ გითხარი მოვიდა წვიმა და ამ დამთხვევამ შენ გაგაღიმა შენ მგონი ხარობ თვალები ელავს ჩვენი სიშორის ჯებირებს თელავს გაკოცო უნდა წვეთი გაქვს ტუჩზე ჩანს ეს საოცრად ქალაქის შუკზე არ ღირს ამ წამის ახლა გაშვება უნდა გაკოცო სანამ გაშრება ზღვაც ამ წვეთების არის სხეული მისი ვნება აქვს გადარეული ახლა თუ არა როდისღა მერე ჩვენთვის რომ წვიმდა შენც დაიჯერე გული წვეთების ცემას მიანდე ჩემს ცემას გინდა გაუზიარდე როგორც უამრავ ოცნებას ძინავს სანამ ამასაც შევიშრობთ წვიმას უნდა გაკოცო ადრესატს ზეცის სანამ ნაზ წვიმას ცა სეტყვით შეცვლის მოსპობს ყვავილებს შენი მზერისას ხმას გადაფარავს გულის ცემისას ყინულით შეცვლის წვეთების სითბოს თუ ვერ მივხვდებით ცა დროს რომ გვითმობს ჩვენც დაგვივიწყებს როგორც მრავალ სხვას როგორც მცდელობას წარუმატებელს გადაერევა ვნება მისი ზღვას და გულის წადილს მასთან გამხელს ჩვენ კი დავრჩებით მიღმა ყოველის ფიქრები დაგვღლის მარად ამ წამზე თუ არ გაკოცებ ჩვენ ეს მოგველის მოგონებები ყვითელ ქოლგაზე გამახსენდები შენც გაიხსენებ რომ ადრესატი ზეცის გიწოდე რომელს პირველი მაშინ დაგვეცა წვეთი არ გახსოვს გინდა იცოდე მაგრამ ჩქარია დროის დინება ჩვნკი გვაფიქრებს წამები მისი დრო გახუნებს შენს ყვითელ ქოლგას და მოგონებებს დაბინდავს ნისლი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი