***


დღეს პირველია აპრილი
რა დავაჯერო თავს ტყვილი
რით დავიოკო სიბრაზე
რა მოვიგონო ზღაპაი

ვითომ იყო და თან არა 
ჩემი ქვეყანა პატარა
კეთილ ბიძიას ებარა
რომ უცხოს არ მოეპარა

მაგრამ გამოხდა დრო ჟამი
როგორც ედება თოფს ჟანგი
ძიამ ქვეყანა პატარა 
თავის ჭკუაზე ატარა

ვიცი სიცრუის გარჩევა
სულაც არარი ადვილი
ბვრჯერ გავლილი ისევე
დადგა პირველი აპრილი

არც ფქვილია და არც ქატო
არც სანუგეშოდ მორალი
მორჩა ზღაპარი ბავშვებო
ისევ ღრმა ძილის დრო არი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი