***


სანამ არ ვიცით უარს ვერ ვამბობთ
შეცნობა გვინდა ალბათ ყოველის
ერებს ერების ცოდნა თან მოაქვთ
და ვინ რა იცის წინ რა მოგველის
არ შოშმინდება ადამიანში
მარად სურვილი პროგრესირების
ეს გართობაა სულის მალამო
კომპენსირება გარდაცვალების
რაც ასე გვხიბლავს ინოვაცია
უმეტეს წილად მათში მარცხია
შრომობს სიზიფე სულ აღმართშია
ყოფიერების ლოდს მიაგორებს
დღეს ასეთნი ვართ და ხვალ კი ვნახოთ
ადამიანი რას მოიგონებს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი