ანბანი


ა დენ უცხოს და ამდენ ავის მქნელს
ბ ასრი მახვილით სულ რომ გერჩოდა
გ ენია შენი რით გადაურჩა
დ ღემდე ენა და ერი რომ გქვია
ე გებ ძალაა მათი სურვილი
ვ აზის ქვეყანად ტყვილა არ გთვლიან
ზ არების ხმაზე პირჯვარს ჩვენ ვიწერთ
თ ვალით ხილულის მერე ასეა
ი ქნებ არც მე ვარ ბოლომდე წრფელი
კ ამათს და ოინს სულ ტყვილა ვტეხდე
ლ ამაზი რომ გვაქვს ენა და ერი
მ ათ სილამაზეს ქებას ვუმღერი
ნ ისლი კი თან სდევს ტანჯვა წამება
ო რამდენს მათთვის სისხლი უღვრია
პ ირველს მაქებრად ერის უვლია
ჟ ინს და სიმართლეს თან წაყოლია
რ ამდენი წამი შენს ენას ტკბობა
ს იამე შენი გენიოსების
ტ აბიძეები ტანო ტატანო
უ შრეტი წყარო ვეფხისტყაოსნის
ფ აფარ აშლილი მერნების ქროლვა
ქ არს აყოლილი გალაგტიონი
ღ რუბლებთან ახლოს ლექსი ვაჟასი
ყ ველას ნათქვამი შენი ანია
შ ენი ბანია მრავალჟამიერ
ჩ ანგი და სიმი ჟღერა ბგერების
ც ა სასწაული ცისარტყელების
ძ ირს სამშვენეთი პურის ყანების
წ არსულს ხომ უნდა ჩვენგან ქედის ხრა
ჭ ეშმარიტებას  ვერ გავექცევით
ხ მა ჩვენი ერის ენა ქართული
ჯ აფით და დრტვინვით მოტანილია
ჰ ოდა შენს ენას ერო მშვენება არ ემუქრება გადაშენება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
დავით რჩეულიშვილიფილოლოგი2 წლის წინ

კარგია ძალიან🖐

ანდრო ბარათაშვილიმსახიობი2 წლის წინ

✋გაიხარე დავით

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი