საქართველო, თბილისი


მარტოობა უკვე მარტოღა,
უკვე სამყარო სხვა,
უცნაური გრძნობაა.
ახალი ხედები,
ახალი ხალხი,
ინდური სიმები,
აზიური ესკიზები.
დიდი ფული როგორც ბავშვის საკვები,
ზანგ გოგოს სხეულზე ქათქათა თეთრი კანი,
თითქოს თოვლი ღამე ლამპიონის შუქზე.
გატეხილი გულები,
ძვირი საბურავები,
მეტი იასამნისფერი.
ხელოვნების სახლი,
სახლში შესული ხელოვანები,
გულში სიმშვიდე, 
ხანდახან სიყვარული,
თბილ ყვითელ ცხვირებში,
მომწვანო ყვითელი თითები,
წყალი მტკვარში.
ხანდახან სიკვდილის არა მომავლის შიში
და მერე სიკვდილის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი