ზამთარი
თოვს ახლა გარეთ. ფიფქებია ჯერ არნახული. რა სხვანაირი სიჩუმეა თოვაში თითქოს. საწვეთელიდან ალაგ-ალაგ წკაპ-წკუპ, ფაჩუნი ფანჯრის რაფაზე მოფარფატე ქათქათა ფიფქი, ისე ნაზია გეგონება რომ შველას ითხოვს. იანვარია იებით და ფიფქებით სავსე, ია სადღა სჩანს, შებინდდა და თოვამ უმატა, ზღაპრის წიგნიდან ამოვხიე ის გვერდი სადაც პრინცესას პრინცი ერთი ნახვით რომ შეუყვარდა. იანვარია იებით და ფიფქებით სავსე, ცივა ფიფქები, როგორც ჩვენი განვლილი წლები. ფანჯრის რაფაზე შემორჩენილს ფანტელებს ვალღობ და ცივ საწოლში მიტოვებულ ბავშვივით ვწვები. 2017 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი