შენ რომ დამეკარგო


თოვლი მოსულა, ჩემო კარგო,
 თოვლი მოსულა და, და მე კარგო
შენ რომ ამ თოვაში დამეკარგო,
მერე ეს ლექსები ვისღა ვანდო.

შენ რომ ამ თოვაში დამეკარგო,
თვალი ვერ მოგკრა და და მე კარგო,
როგორ შევიყვარებ ზამთრის დღეებს,
ანდა ღამეებს რა გადაათბობს.

შენ რომ ამ თოვაში და მე კარგო
სადმე შეგვახვედრა, სადმე მარტო.
ვუცქერთ ალიონზე გადათეთრებულ მთას 
ჩაი, ბლოკნოტი და სველი პალტო. 

თოვლი მოსულა, ჩემო კარგო,
თოვლი მოსულა და და მე კარგო, 
როგორ შეიძლება გავიფიქრო,
როგორ შეიძლება  დამეკარგო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი