ფოთლის სიცოცხლის ბოლო დღე
შემოდგომის ბოლო დღეა დღეს,წვიმიანი... თითქოს მალევე უნდა დასრულდეს ის,რაც დიდი ხანი არაა დაწყებულია.ფანჯრიდან ისევ მოჩანან გაყვითლებული ხეები და არავინ იცის,როდის გასცვივდებათ ბოლო ,,საფარველი". სიო ქრის. ფრთხილად არხევს ფოთოლს,გეგონება თავისთან გაყოლას ლამობსო,(არა ძალდატანებით, მაგრამ მაინც)ოღონდ დროებით, მერე მიატოვებს... ის ეჯიუტება,ფიქრობს,ჯერ დრო არ დამდგარაო იბრძვის გადარჩენისთვის სილაღისთვის სიცოცხლისთვის... მაგრამ იმდენად ძალაგამოცლილია ,, ამდენი შემოდგომით" ნებდება,ბედს ეგუება და სწყდება სამყოფელს.შეიძლება დიდი ტკივილით, მაგრამ სწყდება და ეშვება ძირს,მიწისკენ. ეშვება არა სწრაფად ან თავქუდმოგლეჯილი,არამედ მშვიდად,წყნარად,აუჩქარებლად. ალბათ იცის და ის აიმედებს,რომ იქ,ქვემოთ მარტო არ იქნება... სიოც ფრთხილად შეუცვლის ხოლმე მიმართულებას და არ აძლევს ნებას,მალე დაეშვას მიწაზე.თითქოს ამ ჟესტით ბოდიშს უხდისო და ფოთოლიც უკვე ბედს შეგუებული დაჰყვება მის ნებას. წვიმს...🌧️ წვიმის თხელ წვეთებს არ უნდათ მძიმედ დააწვნენ ფოთოლს.ისინიც ცდილობენ ცოტახნით მაინც ასუნთქონ იგი... ან იქნებ არც იციან,რა ხდება... ვინ იცის...ან ვინ გაუგებს მათ. და საბოლოოდ ფოთოლი აღწევს დანიშნულების ადგილს. ფრთხილად,ნელი ფარფატით ისე ეშვება მისიანებში,თითქოს ეს დაშვება მისი ბოლო ამოსუნთქვაა. და ასეთი უსიცოცხლოც როგორი მშვენიერია და ფერადი. ყვითელი💛,ოღონდ მუქი🧡... ან არა იქნებ ოდნავ მწვანენარევი, წითელი შტრიხებით,ან იქნებ ბევრად ლამაზი,მეტი ფერით ანუ ,,შემოდგომისფერი". და სად მიდის ეს სილამაზე... ვინ იცის,ვინ გაიგებს... წვიმის წვეთები ეცემიან ფოთოლს,იქნებ ცოტახნით კიდევ იცოცხლოსო,მაგრამ... უკვე გვიანია... ისტორია დასრულდა... და ჰო,შემოდგომის ბოლო დღეა დღეს,წვიმიანი.🌧️ 📝ა.კ (გვირილა გოგო)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი