დეკემბერი


ზამთრის პირველი თვეა დეკემბერი.
საოცარი
თან ცივი,სუსხიანი.
თითქოს ბრაზობს, შემოდგომა რომ ყოველთვის პირველი ასწრებს მოსვლას.
ქარებს ისე დაუბერავს,სრულიად გააშიშვლებს ხოლმე ხეებს და თან ეუბნება - მალე შეგმოსავ ,, წმინდა " ტანსაცმლითო🤍
თავის თეთრ ღამეებს რომ გაჩვევს და გაიძულებს გაუძლო,გეგონება წინასწარ გამზადებს რაღაცისთვის ❄️
დილით ნისლს გახვედრებს...
წვიმებს...
ნაცრისფერ დღეებს..
და რომ დაიმკვიდრებს ადგილს,დაფიქრდება - ძალიან მკაცრი ხომ არ ვარო...
და მაინც, ჯადოსნური თვეა დეკემბერი
ძველის დასასრულიც და ახლის დასაწყისიც.
ისეთი თვეა,სასწაულის ნაპერწკალს გაგიღვივებს გულში და დაგაჯერებს,რომ ყოველ დღეს შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოხდეს 
შენც ემორჩილები მის სიჯიუტეს და გწამს,რომ სასწაულები ხდება.
და მართლაც...
სასწაულები ხდება!🤍

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი