აი ასეა…🖤


აი ასეა.. დადგები სარკესთან, ხანდახან საკუთარი თავიც კი მაკრთობს. ვფიქრობ, როდის ვიყავი ასეთი ჩამქრალი. მერე თვალებთან სიშავეებს ვუკვირდებით ხოლმე და გვახსენდება იმ ღამით რამდენი ვიტირეთ. მერე ვცდილობთ დავფაროთ. რას აღარ ვისვამთ, იმიტომ რომ არავინ მიხვდეს რამდენი გვიტირია იმ ღამით, იმიტომ რომ ჩვენს სიბნელეზე არავინ გაიგოს, იმიტომ რომ ასე სჯობს… რა იციან როგორი ტკივილი მოგაყენა ცხოვრებამ.
 როცა ტკივილი ღრმაა ის მუნჯიაო, როცა დანარჩენები საუბრობენ ის, რამაც ყველაზე დიდი ტკივილი მოგაყენა დუმს. და სწორედ აი ეს დუმილი გვკლავს და გვანადგურებს.
ვგრძნობ დღითი დღე როგორ იშლება ჩემი შინაგანი სამყარო, რომელსაც მთელი თხუთმეტი წელი ვაშენებდი…
რაღაც აკლდებოდა, მაგრამ
რაღაცას ვამატებდი…
დღეს ვეღარფერს ვეღარ ვამატებ, რადგან სწრაფად იშლება👁.
ვგრძნობ როგორ ვნაწევრდები ჩემთვის მარტო და თავს მხოლოდ ძილით ვიხსნი ამ სატანჯველისგან, მაგრამ უარეს სიბნელეში ვვარდები.
აი ასეა… სანამ ჩემი სული ნაწევრდება, იფერფლება და გაპარტახების პირასაა, მე კვლავ განვაგრძობ შავი უპეების ტონალურით დაფარვას და გიჟივით სიცილს, თითქოს ჩემი ცხოვრება ერთი დიდი სიბნელე არ იყოს. კვლავ განვაგრძობ ხალხის ნუგეშს მაშინ, როცა ჩემთვის არავის სანუგეშო სიტყვები არა აქვს.
მერე ისევ ღამდება, ისევ ბალიშის ამოტრიალება გვიწევს და დილით ისევ იძულებით ვარსებობთ….🫀💔🥺

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი