არეული ფიქრები🖤


არეული ოთახი და,
არეული ფიქრები.
დარჩენილი ნოტები და,
ძველებური რითმები.
 
ვითომ ჩუმი ღამეები
 გარეთ ცივი ფიფქები,
დაკუჭული ქაღალდები,
მილიონი ფიქრები.

მოხმაურე აზრები და,
ისევ ჩუმი ცრემლები, 
გადაყრილი ფუნჯები და,
ისევ ბნელი ფერები

ისევ, წერა.. კალამი..
ძველისძველი ბგერები
ჭუჭყიანი პალიტრა,
ზედ შემხმარი ფერებით. 

ნახატები, უცნაური,
 დასრულებას ითხოვს, 
 მე კი ისე მომბეზრდა
 რომ მათ გადაყრას ვფიქრობ.

რაღაც არის კვლავაც, 
გაგრძელების წყურვილი,
მაგრამ წერის ამჯერად 
აღარა მაქვს სურვილი.

არეული ფიქრები და,
ისევ ბნელი ზეცა, 
მოდი თავს არ მოგაწყენთ,
ოღონდ დავწერ ერთსაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

13 კომენტარი
ნინი ვარადაშვილიმომავალი ფსიქოლოგი 3 წლის წინ

მიყვარხარ

მეც🖤🦋

ნიკა კუკავაჯერ არშემდგარი მწერალი3 წლის წინ

გიხდება ეს სტილი

მადლობაა🖤

🥰🥰🥰

გიორგი ვასაძე სტუდენტი3 წლის წინ

ყოჩაღ❤

მადლობაა💗

რა საყვარლები ხართ 😃 ♥♥

რა საყვარლები ხართ 😃 ♥♥

ვინდავინ😂

დები ♥ (სავარაუდოდ) 😃

კიდე დაწერე რამე გელოდები

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი