ერთხელ თურმე ერთ წალკოტში🌟


ერთხელ თურმე ერთ წალკოტში,
უცხოვრია ორ სხივს,
გადაყრიან ერთმანეთს და,
უნათიათ ერთურთ.

ბიჭი თურმე მის თვალებში,
ისე იძირებოდა, ვით ლურჯი ზღვა
უსაზღვრო და, სასიცოცხლო ზღვარი
ისე, როგორც მზე უცქერდა,
 მთვარეს მთელი ღამით.

უნატრია ბევრჯერ კიდეც,
ჩემი გახდეს ეს გოგო,
მაგრამ თვისი საწადელი,
ვერ უთქვამს ვერ გაუბედავს.

მხოლოდ ერთი სიტყვა იყო,
მაგრამ ერიდებოდა,
როცა გოგოს შეხედავდა 
ირეოდა, იბნეოდა.

როგორც იქნა მოიკრიბა
თვისი გამბედაობა,
მთელი გულით უნდა ეთქვა,
როგორ უყვარს ეს გოგონა.

ასეთ გრძნობას, ასეთ მზერას
ალბათ ბევრჯერ ვერ ნახავდი.
თვალნი ისე ციმციმებდნენ,
აზრი ისე გაფანტვით.

მივიდა და მთელი გრძნობით,
წაუკითხა ლექსები,
როცა შენთან არ ვიყავი,
დამიჯერე ვერ ვძლებდი.

გოგოს თურმე გაეცინა,
ცინიკურად დასძინა,
ერთი ახედ ჩახედა და 
ლექსი ხელით დახია.

გაუკვირდა გრძნობით სავსეს,
ეგონა რომ უყვარდა.
მისი მთელი ეს გრძნობები,
წამში ფერფლად აქცია.

წავიდა და ეს ფურცლები,
ქუჩას ააფრიალა 
ზოგი იქეთ, ზოგი აქეთ,
ზოგი საით გააფრიალა.

დამჯდარა და ქუჩის ბოლოს,
დაუწყია ტირილი,
წლები გულით ვატარე და,
მომაყენა ტკივილი.

ამ ფიქრებში გაფანტულმა,
იგრძნო მხარზე შეხება,
გოგო იყო თვალწარმტაცი
უცხო, ლამაზთვალება.

თურმე გოგოს ქუჩად გამვლელს,
უპოვია მისი ლექსი,
უკან გამოჰყოლია და,
თურმე ესმის მისი ჭირის.

ყოველ ბინდზე სეირნობდნენ
უყვებოდნენ ამბებს.
ვერც კი მიხვდნენ
ნაპერწკლები როგორ შეიპარნენ.

წლების შემდეგ მოაკითხა
ამ ბიჭს ძველმა სატრფომ,
უნდა ეთქვა რომ უყვარდა,
რომ საქციელს ნანობს.

მაგრამ ბიჭი გარკვეულა 
გრძნობაში
იმ გამვლელთან შეუქმნია,
სანატრელი ოჯახი.

ძველი სატრფო სულ მთლად გაშრა,
ცრემლიც ჩამოვარდნია.
ბედნიერი წლები გქონდეთ
სევდით უსურვებია.

გამობრუნდა, სინანული,
ისე ძლიერ ტანჯავდა.
ვერ ამხილა თავის დროზე 
გრძნობა ისე ზაფრავდა.

ერთს უყვარდა, თურმე ძლიერ,
მაგრამ არ გაუმხილა,
თავის დაქალების თვალწინ
თავი არ დაუხრია. 

მაგრამ უკვე გვიანია,
მას ოჯახიც ჰყოლია,
მიგან წასულს, გამწარებულს,
ბედი თან გაჰყოლია.

თავის დროზე გაუმხილეთ,
თუ კი რამე გრძნობა გაქვთ.
თავის დროზე უნდა ითქვას,
რაც კი საწადელია.

სანამ გული ისე ფეთქავს
ლამის გასცდეს საზღვრებს,
სანამ დრო გაქვთ, სწორედ მაშინ
აი მაშინ დააფასეთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

9 კომენტარი

მადლობაა🌟🖤

ასეც ხდება...

კი..

გიორგი ვასაძე სტუდენტი2 წლის წინ

ამას გავაზიარებ

გულითაა დაწერილი

შენი პირადი ცხოვრების ფრაგმენტებია აღწერილი.. მესმის შენი ფანტაზიის

მადლობა🖤

არა ჩემი პირადი ცხოვრების ფრაგმენტები არ არის.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი