მაშ, არ გჯერა მოკვდავო რომ სიყვარული არსებობს?


ეს ლექსი ეძღვნება წყვილს რომლებმაც დაამტკიცეს რომ შეგვიძლია ადამიანებს გვიყვარდეს ისე, რომ ჩვენი სიცოცხლე მას შევწიროთ. 
    ცოტა ხნის წინ გავრცელდა ორი ფეხსაცმელის სურათი და აღმოჩნდა რომ ბიჭმა გოგო იხსნა თვითონ კი დაიღუპა. მხოლოდ ფეხსაცმელები დარჩა ერთად.🥺🫀


გულის ფეთქვის ხმა ისმოდა 
როცა უკვე შეგვიღამდა,
მხოლოდ ორნი ვსეირნობდით,
გადგვეფარა ღამის ფარდა.

ისე მშვიდად ისე წყნარად
სიყვარულში დაგვიღამდა.
შევცქეროდით ისე თითქოს,
პირველად რომ შეგვიყვარდა.

ასე ძლიერ სიყვარულმა 
სადამდე არ მიგვიყვანა,
მხოლოდ მაშინ გავიაზრე,
როცა გული ამიჩქარდა.

თვალში რაღაც გამინათდა,
გული უფრო ამიჩქარდა,
საბურავის ჭრიალის და
ფარის შუქმა გაინათა.

არაფერი მახსოვს მერე,
ყველაფერი დაიფარა,
მხოლოდ ისღა გამახსენდა,
ნეტავ სატრფო სადღა მყავდა?

თავი ისე გაუწირავს, 
არც კი დაფიქრებულაო, 
სატრფო ისე ჰყვარებია,
თავი მისთვის დაუთმია.

გულის ფეთქვა შემწყდარა,
სიყვარული არმგონია,
თურმე იყო გრძნობა ისე,
სიკვდილსაც არ დაუშინდა.

იმ შემთხვევის სამახსოვროდ, 
მხოლოდ ორი დარჩენილა,
ფეხსაცმელი, ისე თითქოს 
განგებ ერთად დაუდიათ.

გვერდი გვერდ და მარტოსულად,
სიყვარულის სამახსოვროდ, 
მხოლოდ ორი ფეხსაცმელი,
მარტო ერთი გადარჩენის.

მერე ჰკითხეს შენ ხომ იცი
ჩვენ გვიამბე სიყვარული რაარის?
ორი გული როცა ფეთქავს
სულ სხვადასზვა სხეულში,
მაგრამ რიტმი არ იცვლება
სიყვარულად ქცეული.

კიდევ იტყვი მოკვდავო, 
რომ სიყვარულის არ გჯერა?
კიდევ იტყვი? ტყუილია 
ეს ოხერი გრძნობები?

მაშ ამჯერად მაინც გჯერა?
მიწიერი გრძნობების?
როცა ერთი თავსა სწირავს,
სიყვარულის გულისთვის…

კიდევ იტყვი მოკვდავრო, რომ
სპეკტაკლია ნამდვილი?
როცა ყოველ შებინდებულს,
საფლავის ქვას დასტირის.

დაიჯერებ? მოკვდავო, რომ
ასეთი რამ არსებობს? 
უღამდება უთენდება, 
სატრფოს საფლავს, დავსებულს.

მიწიერის თუარ გჯერა
ზეციერიც არსებობს, 
ისე უყვარს, ალბათ ისევ,
როგორც ადრე ანთებულს.

ახლა გჯერა? მოკვდავო
რომ სიყვარული არსებობს?
როცა კვდება, აღარ ფეთქავს, 
მაგრამ მაინც არსებობს.
როცა ერთის სიცოცხლისთვის,
მეორენი თავს სწირავენ,
როცა ცრემლით ასველებენ 
მიწას, ჯერაც ამაღლებულს.
როცა მკვდარიც ისე უყვარს 
მისთვის სხვა რომ არარსებობს.
როცა ყოველ საღამოთი,
საფლავს მიაქვს ტიტები,
ამ სიტყვებით
ჩვენ შევხვდებით, ზეცას გამოვბრწყინდებით……

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი