დავჩით კვლავაც მე და ღამე
სიმწრის ჟამი კვლავ მოსულა, სული ისევ ოხრავს, კვნესის, ითხოვს შველას თავგანწირვით. არვინ მოჩანს მაშ საშველი. მაშველივით გადავძახე ჩემს თავს, ტკბილას მოუბარი: „გაუძელი! არ დანებდე! კვლავაც გელის დღე ნათელი.“ ისიც იცი, ჩემო თავო, ბედკრულია ყველაფერი, რადგან კაცი, რომელ იყავ, აღარ არის გვერდსა გვერდით. გავუმხილე ზრახვა ჩემი, მივეცი სულის ღრმა ნადები, გულში სევდა, ბრაზი, დარდი — ამოვღერღე, როგორც მშვენის. ოსტატურად მივუძახე: „ნახე, გული შენ მოგანდე, გაგიშალე ფიქრი ჩემი, კვლავ გაგანდე სულის შიგით არსებული საწადელი.“ დახმარებაც გავუწოდე, როგორც შვენის მეგობარსა, სულიერი მხარდაჭერა ჩემგან არვის არსად აკლდა. ფუჭად განვლო ყველაფერმა, გამოვდექი მყვედრის მთქმელად. ვაი, თავო უბედურო, მარად ბრიყვო, მრავლის მთქმელო! გულწრფელი ზრახვა ჩემი განა მალვით დავატარე?! გავუმხილე მაშ ნადები, გადვუშალე სულის გეზი, თუმცა, ყვედრი არასამცდა; გავხდი წრფელის სატანჯველი. ხომ ვახსენე უწინ ამად — ბრიყვიათქო თავი ჩემი! ფეხი დამადგეს, გულზე დამადგეს, გულწრფელობა ჭლექად მიქციეს, სულისმთქმელობა ოხრად აქციეს, მიმნდობლობა კი დააქციეს. მართალ იყავ, დედაჩემო, მართალ იყავთ ირგვლივ ყველა: „ნუ უამბობ ძმად ნაფიცსაც სანატრელსა საწადელსა, ნუ გაანდობ ზრახვებს შენსას, წყურვილსა თუ სატანჯველსა; წინ დაგხვდება, წაგაყვედრებს, დაგდებს ქვაზე თავშიშველსა.“ არ მჯეროდა მათი სიტყვის — რას მიამბობთ ახლა თქვენა?! გაამართლა! ნურას იტყვი! აწი ვმდუმვარ ვით ოდენა. მაპატიეთ, მეგობრებო, ვიტყვი ამ წამს სათქმელს ჩემსას. არ მიწყინოთ, არ ჩამქოლოთ, დამიტოვეთ სიტყვა ჩემად. ცხოვრებაა კარგის მტვ*ნელი , ორპირი და ენის მჭრელი. თურმე ფასობს ყალბის მთქმელი, ულვაშა და ნიღბის მშვენი. განა არის ვინმე ირგვლივ, ვინც წაგიქებს ნახელავსა?! მოეშვი და განელიე — სჯობდეს მარტომ გზის გაკვალვა. არაუშავს, გადაიტან, გადალახავ მთების სიგრძეს, გააქარწყლებ დაბრკოლებას, აღმართულსა კლდების სისქეს. განვლილ მთაზე სული წმინდა განუტევებს გულის ტკივილს, ფერს იცვლის და დაამარცხებს მყარად მდგარი სულისჭიდილს, მადლს მოისხამს ნაკვალული გაკვალული ბილიკებით და შეისხამს ჩუმი ხმებით განახლებულს სულის წმენდით. ზოგი ჭირიც მარგებელი ოდეს შვენის ცხოვრებასა, რადგან თავი არ მოუკლავს სწავლისათვის მოსულ კაცსა, გამოცდილი განსაცდელით თავაწეულ გშვენის გავლა. ნუ იდარდებ! — ძღვენიათქო! — არ შეგფერის გვერდის ავლა. არაფერს ვიტყვი, ღმერთის ჯერია, მისი ნება და საწადელია, ოდეს შეძლებდეს განგებას მაღლა გადაეხადოს მტყუანისთვის მართლა. წარმართავს ორ ქვას შორის, შორს გასწვრივ, შემოაპარებს პასუხს უთქმელად, რომელიც აქცევს ორ ქვას დამსხვრეულს, ანდაც მთლიანს და გულმოდგინესა. დროის ჯერია, ბედის ჯერია, რას იტყვის ორს შორს — ვის რა შვენია; იქნებ აღვმოვჩნდეთ კვლავაც პირისპირ, ქვასაც კი უჩქეფს — სისხლი ჩვენია! დავჩით ისევ მე და ღამე, ტაბიძისა თქმისა თქმულა: განა არის მთვარის მშვენი, მდუმარე და ჩუმი მსმენი?! ერთგული ხარ, ჩემო კარგო, გალაკტიონს ვაქებ მთქმენლად. დავჩით კლავაც მე და ღამე, მდუმარედ და ერთურთს ცქერად. ა.შ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი