ისევ ვდუმვარ როგორც უწინ


ისევ ვდუმვარ როგორც უწინ,
თუმცა გრძნობის ფერებით,
ისევ ისე დუმილს ვეტრფი
გულის ჭკუის მშვენებით.

მახსოვს ღამე გრძნობებით სავსე,
ვერ მოთოკილი ვნებები ჩვენი,
მახსოვს ნამდვილი პირველი კოცნა —
ხელშეუხები შეხება შენი.

არ ვნანობ არა გასულ ფრაგმენტებს,
წარსულში შერწყმის ულევ ნაერთებს.
ვერ დავთმობ ვერა თრობის სიფხიზლეს,
გასული წამის მოწყვლად სისუსტეს.

მიზეზია ცხადზე ცხადი,
მრავალჯერაც განაცხადი,
თუმცა ეჭვი ჩაუცხრადი —
ფიქრებია მრავლად სხვადი.

ნუთუ მე ვარ ტექსტის მწერი,
კვლავ მოცლილი სტროფებით?
ნუთუ შენ ხარ გრძნობით წრფელი,
ვერ მოცლილი დროებით?!

სარკასტულად მომღიმარი
მინიშნების ცხადებით,
დაგიმტკიცე ჩემი აღქმის
სულ ულევი თანმდევი.

გაურკვეველ მახსოვრობას
ვერ მოგაწერ ნათლებით,
გამჭრიახი თავის ხსენით
დამეღალა ღაწვები.

დამწყვიტე გული სიტყვის შველებით,
ჩაბეჭდე ეჭვი მისი ჩვენებით,
ნეტავ შემეძლოს აზრების კითხვა —
ეჭვების ხარჯზე ნაკლები რისხვა.

სიმართლეს ვიტყვი, ნუ მიწყენ, გიჟო,
რას ელი ჩვენგან? წრფელად თქვი, ხისტო.
მანამ წავალ, არ მოგაწყენ,
არც შემფერის — მეყოს, იყოს!

საუბარი ვინ არ იცის,
ქმედებაა, ჩემო ბიჭო!

წვიმს და მოდის ჩუმად წვეთი,
ქარიც დარდებს უბერავს...
წვიმს და მოდის ჩუმად წვეთი,
კვლავაც შენსას უბერავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი