აღდგომა


შენ არაფერი გრჩება... ლოცვები
მიტოვებულის კაშნეს გაფარებს,
ეს საღამოც კი შენს სულს უსაყდროს
დარჩა ეულ და მიუსაფარი.

მიფრინავ საით, რომ ფრთათა მადლი
ტყდება, იშლება, გიშრობს სამყაროს?!
მაგრამ მიგიხვდი, რომ ეს დაცემა
შენს შემდგომ ტანჯვას უფრო ამყარებს.

რად იასკეცებ ეშმათა ზველვას,
ან მათ რად ეკვრი? ჰოი, საბრალოვ!
ნუთუ არ იცი, ბოლოს წარწყმდები
და ზეცა ერთხმად შენ დაგაბრალებს...

შეკრთი? მაშ, ასე, შენში ყოფილა
წმინდათ ნარჩენის შემონარჩენი,
ვხედავ, დრო დადგა, კეთილ სათავე
სულს ერინების თავად აჩერებს.

შეგთხოვ, ნუღა გყავს ზეცათ მმართველი
კაპერიონად შეძულებული...
ვიცი, რომ შორის იასამნების
გულს სიყვარული მოგიძლიერებს.

მაშინ კი შენგან სწორედ აავსებს
და დაივიწყებს ავებს დაიმონ,
სრულყოფილებას მოუტანს სისხლად
და ხორცად ქცეულ ადამიანებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი