ფრთაშემოსილი
დღეს არაფერი არ შეიცვალა, ვარ მიჩქმალული მზე და არავინ... სრულად ვეკემსე ყავისფერ ფოთლებს, გავხდი ცისფერი იასამანი. ან რაც მითბობდა სამყაროს ჩემსას, სად წავიდნენ და რად არ არიან? მართალი იყო, ვისაც კი უთქვამს, რომ ყველაფერი წარმავალია. ერთი წამია ჩემი სიცოცხლე და ყოველ ჯერზე ამას ვრწმუნდები, რადგან უდროოდ მოცემულ ჟამზე ამ ყოველ წამში გადავსრულდები. რა ძვირფასია მომენტი, როცა შენმა გრძნობებმა ჩემსას უწიფლა, როცა ორივეს სამყარო ერთად ერთ დაზამთრებას გადაუმწიფდა. რაც მსურდა, მოკვდა, ან გაისამნა, მაგრამ სიცოცხლე ისევ აქ არის, ან რა სიცოცხლის ვარ მე პატრონი, ათჯერ მკვდარის და ასჯერ ჩამქვრალის?! გაჩანაგებულ სამლოცველოში ჯვარს ვემთხვიე და ლოცვა მწყურია... ამ სამყაროში ვარ მარტო ფრთები ან არაფერი არ ვარ სრულიად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი