უკანასკნელი სიცოცხლე


როგორც ყოველთვის, ტალახისგან განწირულ გზაზე
მისეირნობ და მარტოობა თან მოგდევს მშვიდად.
თავად არ იცი რატომ სუნთქავ, ანაც ვის ხარჯზე,
სხვამ როგორ მიხვდეს რა გინდა და ან ვისთვის გინდა...

მაღლა უყურებ, თავზე ზეცის რომ მოსჩანს ნიკე
და გამარჯვებით გადმოსცქერის გაზაფხულს წმინდას.
საით მიდიხარ, როცა არ ჩანს სავალი მისკენ
და გზა, რომელმაც მიგატოვა, თან გაირინდა...

არ გაქვს იმედი, მაგრამ მაინც დაეძებ თითქოს...
შენს ხორცს იცავენ ცეცხლნაწამებ შავი ჰორები.
პირველსაწყისად ცდილობ მტრისგან რომ განიწმინდო,
ბოლოს უღმერთო სიხარულით გაიზმორები.

იძინებ ისევ, ჩამქვრალია შენი დროება,
თან მიგყვებიან ჰეფესტოსი, ათენა, ჰერა...
იძინებ... კვდები... და ეძებ იმ ამაოებას
ამ უსიცოცხლო წამებშიც კი რომ აგამღერა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი