სიბნელე


მოკვდომა სულში გამხდომია ლოცვად მარადჟამ,
უგრძნო ხმაურო, ჩემს სამარეს ჩაფლვა სწყურია,
ყრუ გრუხუნია, ოჰ, მახსნებს შენს განრისხებას
და ოდნავ შვებას, როს ვაძლევდი ღამეს ანაბარს.

ან ჩავინთქმები, ან სიცოცხლის ყვავილს წაგძალებ,
რა ძლიერია ეს ციური, ღრმა ნეტარება,
ვდგავარ ამღვრეულ სიცოცხლესთან შენაკედლები
და ვხედავ, შენს სულს სუნთქვას დარდი როგორ აძალებს.

დღეს შენი ხსოვნის აღსანიშნად ვგდვარ საფლავზე,
ჩემს შიგნით მწვდება შენი ქება, ლოცვისმიერი
და მეუბნება ჩემი გონი, რომ შორის გზების
შენ მიაღწიე ჩვენი ღმერთის განაკაფავზე.

„ო, ნეტავ როდის ჩაეშვება ბნელში სინათლე“,
ეს სიკვდილია, ფრთაშესხმული გმირი მორასი,
მსურს, შეგისულო, რაც დაგპირდი და ვთქვა „აღსდეგინ“!
მაშ, მოდი, ფერი ზეცისფერი შემომინათლე.

დავკეცე ფრთები, უჟმური ვარ, როგორც არავი,
მზად ვარ ადრეთვე შევეწყლულო შენს წმინდა სხეულს,
ჰო, უკვე მოდის, გამიმზადე ჩემთვის შექმნილი
სხივშემოსილი, უკვდავების თეთრი კარავი.

მაშ,მოემზადე, უკვე ძალაც შემომეძალა,
დღეს სიახლოვის შექმნილია მარადჟამები,
იჩქარე, დროო, ეს სისურვე მიქალღმერთდარე.
სანამ სურვილიც სიყვარულის შემომეცალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი