გამოგონილი ბედისწერა
მეიასამნე გაზაფხულის დილით ზეციერ, მაშ, მანდ ჩასახლდი? განისვენე ტკბილად, ძვირფასო, არ იყოს შენი თანამდევი ბოროტსამყარო და ეზიარე სიყვარულის დღეებს მშვენიერს. იქნება მიგრძნო, რომ დაგსუნთქავს მთვარის მესია, იქნება მისმო, აწ შენს იქით აღარ მაქვს კვალი, საფლავი არის მოთმინების შვებანი ჩემი და მშვიდზე მშვიდი, საოცარი მზის ეკლესია. შევურიგდები ჩემიერვე შექმნილ ბედწერას და როგორც გსურდა, მოგაკუთვნებ ეკლებს საუფლოდ, რომ მარტო იყო... და თუნდ მარტო იყო ყოველთვის, დაგაყრი ფურცლებს, აქამდე რომ შენთვის მეწერა. მეშობე სულში, იქნებ ფერი აღარ ვიცვალო და ერთი დავრჩე, ერთად შენთან ცისფერ მიწაზე, მიეცეს სახე სინამდვილედ ხორცშესხმულ ღამეს, ბოროტების კი ყველა გრძნობა გარდაიცვალოს. ჩუმად... დაიწყო ულამაზეს წარღვნის დროება, გაბედნიერდი იისფერო კარგულსიმშვიდევ, დავრჩით მე და შენ და ფურცლების ქალღმერთდარები, სხვა ყველაფერი იქცა მხოლოდ ამაოებად. დამენამდვილე, შენ აღარ ხარ ავი დაიმონ. შევავსეთ ჩვენი საწყაული იმხანად ტოვის, მოდის ივნისი ყმაწვილურად ბედნიერ სახით: „დაე, სიშორემ საახლობლოდ დაისადგუროს“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი