თოვს...
თოვს... ჩემი ფიქრები ცივია, მდუმარე... მომყინა სიცივემ, დეკემბრის აისმა, იქნება მილიოს დრომ ეს გზა მწუხარე, იქნება გავფრინდე, გავფრინდე გაისად. მეგობრად დამყვება ფიფქები ქათქათა, სიცოცხლით ავცეკვდე ცდილობენ მცირედად... და მაინც ვიშლები ამ ზამთრის ქარდაქარ ოცნებად, ერთხელ რომ არ დამაიმედა. რთულია ისუნთქო, როდესაც სამყარომ გაქცია ფრთებად და ეს ფრთებიც წაგერთო, მინდა, რომ სიცოცხლე დიდ ტვირთად ვატარო და მერე მალევე ზეცაში ავენთო. რამდენჯერ ავივლი მთაწმიდის მწვერვალზე, „მოდიო“ მეძახის უკვდავი ბარათა, მე ვგავარ სიცოცხლეს იმ მკვდართა ენაზე, რომლებიც ემსგავსნენ ღვთის მტკივან ანათალს. ...და დღემდე ვიცლები, ვიჭრები ბოლომდე, არ მრჩება არცერთი, არცერთი იმედი. მსურს, ზღვის თხელ ტალღებში უტიფრად ვცხოვრობდე და ვგრძნობდე სიცოცხლეს მცირედით... მცირედით... თოვს... ჩემი ფიქრები ცივია, მდუმარე... მომყინა სიცივემ, დეკემბრის აისმა, იქნება მილიოს დრომ ეს გზა მწუხარე, გავფრინდე ხვალ... ზეგე... წელიწადს... გაისად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი