თენდება


თენდება ღამე, ფიქრს ვერ უტეხავს
სიცოცხლეს დილა, გამოიდარა.
რა ძალაც მე მსურს, არის ტეხილში
ვკემსო სიტყვები, ვჭამო იარა.

გთხოვე, შემორჩე, მაინც გაწვიმდი,
ჩემი სიცოცხლე დღესაც ხათრია,
მე არ ველოდი ჩამოშლილ კედლებს,
მაგრამ ლოდინიც უკუღმართია.

ვხედავ, ათასად მოჩრდილო მზეზე
გრძნობა სიცრუის საწინდარია,
შენმა ურთგულო კარგულოცნებამ
ამრივ-დამრია, ამრივ-დამრია.

ზღვას შეეკედლა ყოფითი ხედი,
ზედ შეიმოსა ხორშაკქარები,
დავრჩი სამყაროს მოგონვის წამზე
რეალობისგან განაქარვები.

მინდა, შეგხედო, გკითხო სიშორის
რად ჩამოკარი მუდმივზარები,
ან რად გამხადე რწმენის, ურწმენის
შენაზარები, შენაზარები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი